სულთან ყაბუსის უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს

სულთან ყაბუსის უნივერსიტეტი (Sultan Qaboos University) საქართველოს მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანას შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებასა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი აკადემიური კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს.

პროგრამებზე მიღების პირობებისა და განაცხადის წარდგენის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www.squ.edu.om/ps