თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია).

მობილობის პერიოდი - 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

• ცნობა  სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; 

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. (2026 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407 

ელ-ფოსტაზე:   iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu

ტელ: (032) 254 24 50