2026 წლის 14 ივლისს, 16:00 საათზე შედგება თათია ხაჩიძის სადისერტაციო ნაშრომის - „ნაწლავის მიკრობიოტას დისბიოზის გავლენა მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ჩამოყალიბებაზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
გელა სულაბერიძე - თსსუ-ის ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
გოჩა ბარბაქაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
შორენა ხეცურიანი - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თამარ მეგრელიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მანანა ჯებაშვილი - თსსუ-ის გასტროენტეროლოგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.