ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი საუნივერსიტეტო კლინიკების თანამშრომლებისთვის ჩაატარებს ტრენინგების ციკლს თემაზე – „ანაფილაქსიის მართვა“.
ტრენინგები შემდეგი განრიგით გაიმართება:
• 24 ივნისი – თსსუ-ის სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლებისთვის; თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, N1 აუდიტორია, 17:00 საათი;
• 25 ივნისი – თსსუ-ისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში; 14:00 საათი;
• 26 ივნისი – თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში;15:30 საათი.
ტრენინგებს გაუძღვებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები.