ვასილ ფოცხვერიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 10 ივლისს, 16:00 საათზე შედგება ვასილ ფოცხვერიას სადისერტაციო ნაშრომის - „მხრის რბილი ქსოვილების დაზიანების მართვა ფიზიკური აგენტების კომბინირებული ზემოქმედებით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლელა მასხულია - თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნატალია პავლიაშვილი - თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ექსპერტები:

ირინე კვაჭაძე - თსსუ-ის ფიზიოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ლევან ქაჯაია - ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ზეინაბ სოფრომაძე  - თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.