თამთა ჯიქიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 9 ივლისს, 16:00 საათზე შედგება თამთა ჯიქიას სადისერტაციო ნაშრომის – „ადამიანის სარძევე კბილის პულპიდან მიღებული მეზენქიმური სტრომული უჯრედების გამოყენება კბილის პულპის ვიტალური თერაპიისათვის“, საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ნინო ჭიპაშვილი - თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

ზურაბ კაკაბაძე - თსსუ-ის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 ნინო კორსანტია - თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

თინათინ ჩიქოვანი - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.