თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის გადამზადების უპრეცენდენტო ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

კურსი ორ ნაკადად 60-მა ექიმმა გაიარა. სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროექტის შექმნის საფუძველი  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა იყო.

ტრენინგში ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 23 წამყვანი პროფესორ-მასწავლებლი. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მრავალი ერთობლივი საინტერესო პროექტის საწინდარი გახდება. 

იხილეთ სიუჟეტი