ქეთევან ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 15 ივლისს, 16:00 საათზე შედგება ქეთევან ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის - „იმუნური მაკონტროლებელი მოლეკულების ინჰიბიტორებით ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის შედეგად განვითარებული ჰიპოთირეოზის პროგნოზული ბიომარკერების კვლევა“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

მარინე გორდელაძე  - თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნინო ქიქოძე - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ლიანა ჟორჟოლიანი - თსუ-ის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ირინე ანდრონიკაშვილი -  თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

რუსუდან კვანჭახაძე - სდასუ-ს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.