საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!

2026 წლის 14 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია თსსუ-ის შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:

მედიცინის ფაკულტეტი – (VII, VIII, IX, X და XI);

სტომატოლოგიის ფაკულტეტი – (V, VI, VII, VIII და IX);

ფარმაციის ფაკულტეტი – (V, VI და VII);

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი – (V, VI და VII);

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი – (V, VI და VII);

საექთნო საქმე და სამეანო საქმე – (V, VI და VII).

ტრადიციული სტაჟირების პროგრამის გარდა, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია საპილოტე მულტიდისციპლინური სტაჟირების პროგრამა, რომელიც განხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

რეანიმაცია;

საოპერაციო ბლოკი;

გადაუდებელი მედიცინა;

თერაპია.

თითოეულ მიმართულებაში სტაჟირება გათვალისწინებულია 5 დღის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ჩატარდება თემატური თეორიული შეხვედრები და დისკუსიები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარები სხვადასხვა კლინიკურ გარემოში.

სტაჟირების პროგრამებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ივლისი.

სარეგისტრაციო ბმულები

ყოველსემესტრული სტაჟირების პროგრამა:

მულტიდისციპლინური სტაჟირების პროგრამა:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს (ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი №101).  

ელ ფოსტა: students@tsmu.edu

ტელეფონი:  +995 598 132 109  +995 555 789 494