ქართველი და ებრაელი ექიმების თანამშრომლობა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

მედიკოსთა ჯგუფი ისრაელიდან წელიწადში ორჯერ, საქველმოქმედო საწყისებზე  ჩამოდის თბილისში რათა რთული სამედიცინო შემთხვევების დროს ჩაატარონ ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.

მედიკოსთა ჯგუფს სათავეში უდგას ჰაიფას, რუთ რაპპაპორტის სახელობის რამბამის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიული სამსახურის უფროსი, პროფესორი რან შტეინბერგი.  

აღსანიშნავია, რომ ებრაელი ექიმები თითქმის 10 წელია აქტიურად თანამშრომლობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან.  ამ ურთიერთობებს სათავეში ედგა პროფესორი იცხაკ ვინოგრადი (თელავივის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი). დღეს პროფესორ იცხაკ ვინოგრადის საქმეს   პროფესორი რან შტეინბერგი აგრძელებს.

პროექტი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მისიაა და უზრუნველყოფს მუდმივ კონტაქტს ებრაელ და ქართველ კოლეგებს შორის ინფორმაციისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების გაცვლის თვალსაზრისით.

იხილეთ ისრაელის პრესაში დაბეჭდილი სტატია: 

იხილეთ სტატიის ნათარგმნი ვერსია:

იხილეთ ტელეკომპანია ,, TV Pulsi"