სეულის ეროვნული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას SNU President Fellowship (SPF) Program – Spring 2027-ზე

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი აცხადებს SNU President Fellowship (SPF) Program – Spring 2027, რომელიც განკუთვნილია მოქმედი აკადემიური პერსონალისთვის და ითვალისწინებს სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტების მოქმედ აკადემიურ/სასწავლო პერსონალს, რომლებიც:

არ ფლობენ დოქტორის (Ph.D.) აკადემიურ ხარისხს;

ფლობენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს;

დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სასწავლო პოზიციაზე (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, მკვლევარი, ლექტორი, ინსტრუქტორი და სხვა ეკვივალენტური აკადემიური პოზიცია);

მიღებულნი იქნებიან SNU-ის 2027 წლის გაზაფხულის სადოქტორო პროგრამაზე.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:

სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას მაქსიმუმ 6 სემესტრის განმავლობაში;

ყოველთვიურ სტიპენდიას 2,000,000 კორეული ვონის ოდენობით 3 წლის განმავლობაში ან 1,500,000 კორეული ვონის ოდენობით 4 წლის განმავლობაში;

ორმხრივი ავიაბილეთის დაფინანსებას;

კორეული ენის სასწავლო კურსს;

ჯანმრთელობის ეროვნულ დაზღვევას;

ბავშვზე ზრუნვის ფინანსურ მხარდაჭერას (შესაბამის შემთხვევებში).

განაცხადის წარდგენა სავალდებულოა როგორც სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემაში, ასევე SPF პროგრამაზე. 

კანდიდატებმა უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემაში განაცხადი უნდა წარადგინონ 2026 წლის 6 ივლისის 10:00 საათიდან 9 ივლისის 17:00 საათამდე (KST), ხოლო SPF პროგრამის დოკუმენტაცია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში 2026 წლის 31 ივლისამდე.

 დეტალური ინფორმაცია პროგრამის, მიღების წესის, მოთხოვნებისა და განაცხადის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია თანდართული დოკუმენტების სახით, (დანართი 1; დანართი 2; დანართი 3) ასევე მოცემულ ვებ გვერდებზე:

SNU Admission: https://en.snu.ac.kr/admission

SNU Office of Global Affairs: https://oga.snu.ac.kr

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr

ტელ.: +82-2-880-2519