2026 წლის 9 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე: „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები კვლევასა და სწავლებაში: საერთაშორისო გამოცდილება“.
სემინარს წარუძღვება ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰონგ-კონგის შედარებითი განათლების ასოციაციის პრეზიდენტი.
შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები, საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ის გამოწვევები და რისკები, რომლებიც AI ტექნოლოგიების აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული შენობა, I საკონფერენციო დარბაზი (ვაჟა-ფშაველას გამზირი, #33).