თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2026 წლის 16 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება ლექცია თემაზე: „დიაბეტი ტიპი I-ის მკურნალობის თანამედროვე და სამეცნიერო მიღწევები“.
ლექციას წარუძღვება ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასევე პანკრეასის კუნძულების გამოყოფისა და გადანერგვის ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, უახლესი სამეცნიერო მიღწევები და ამ სფეროში არსებული ინოვაციური მიმართულებები.
ლექცია განკუთვნილია ექიმებისთვის და I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებისთვის.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული შენობა, III საკონფერენციო დარბაზი.