საქართველო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ( IFMSA) სრული წევრი გახდა

2018 წლის 5 მარტს, ეგვიპტეში გამართულ  მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ( IFMSA) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება (80 მომხრე, 0 წინააღმდეგი) საქართველოსთვის სრული წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

IFMSA (International Federation of Medical Students’ Association)  არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შვილობილი საერთაშორისო, არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც მილიონზე მეტ მედიკოსს სტუდენტს აერთიანებს.  IFMSA-ს ყავს 132 წევრი ორგანიზაცია მსოფლიოს 124 ქვეყნაში, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN), სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაციასთან (AMEE) და სხვა.

2014 წელს საქართველო გახდა IFMSA კანდიდატი ქვეყანა, 2016 წელს ასოცირებული წევრი, ხოლო 2018 წლის მარტის ასამბლეაზე ორგანიზაციის სრული წევრი. IFMSA-საქართველოს ძირითად ბირთვს თსსუ-ის სტუდენტები წარმოადგენენ,  ასამბლეაზე  ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის XII  სემესტრის სტუდენტი, IFMSA-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გვაზავა, დელაგაციის შემადგენლობაში შედიოდა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის  VIII  სემესტრის სტუდენტი, IFMSA-საქართველოს SCORE-ის დირექტორი ნინო ზივზივაძე.