მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები თსსუ–ში

2018 წლის 7 მარტს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრნენ  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის მოსწავლეები.

მათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგი:  "პირველადი გადაუდებელი დახმარება" .

თავდაპირველად,   ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ მოსწავლეებს გააცნო სიმულაციური სწავლების ისტორია და პერსპექტივები, ასევე ცენტრის მუშაობის სპეციფიკა. შემდეგ,  ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ნანა ჯიქიძემ და მოწვეულმა პედაგოგმა ლიკა მემანიშვილმა  მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი  მანეკენების და სიმულატორების გამოყენებით პირველად გადაუდებელ დახმარებაში; გააცნეს მოსწავლეებს სასიცოცხლო ჯაჭვის შენარჩუნების პრინციპები მოზარდებში და ბავშვებში; სისხლდენის შეჩერების პრინციპები და ნახვევის დადების წესები.

როგორც მოსწავლეებმა, ასევე პედაგოგებმა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის ხემძღვანელმა ია გოდერძიშვილმა  და პედაგოგებმა ხათუნა შალიკაშვილმა და მარინა კუჭავამ,  გამოხატეს  მადლიერება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის თანამშრომლების მიმართ საინტერესო ტრენინგისათვის    და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი.