დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი თემატური მიმართულებებით: 

1. „დავადებათა პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ეთიკურ-სამართლებრივი ასპექტები“  –  1 ადგილი (ბიოეთიკის დეპარტამენტი);

2. „აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მიზანმიმართული მიწოდების ბიოადჰეზიური პლატფორმა: ბიოფარმაცევტული და ფარმაკოლოგიური შეფასება“  –  3 ადგილი (სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი);

3. „ინკრეტინების რეცეპტორების აგონისტების კარდიომეტაბოლური ეფექტები“ – 2 ადგილი (სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი);

4. „ენდოთელიუმის დისფუნქცია, როგორც ნარჩენი კარდიოვასკულური რისკის განმსაზღვრელი ფაქტორი გულის იშემიური დაავადებისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში“ – 1 ადგილი (პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი, შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტი);

5. „პლაცენტიდან მიღებული საშუალებების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმების კვლევა“ – 2 ადგილი (იმუნოლოგიის დეპარტამენტი);

6. „ხელოვნური ინტელექტი დერმატოლოგიაში“ – 1 ადგილი (კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტი);

7. „პერიფერიული არტერიების დაავადების პათოგენეზში რეოლოგიური მდგენელების მნიშვნელობა ინდივიდური სამკურნალო ალგორითმის შემუშავებისთვის“ – 1 ადგილი (სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი);

8. „ეპილეფსიის და ძილის დარღვევების შესწავლა“ – 1 ადგილი (კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტი);

9. „მძიმე დაავადების დიაგნოსტირებით გამოწვეული სტრესის შესწავლა და მისი მკურნალობა“ – 1 ადგილი (ფსიქიატრიის დეპარტამენტი);

10. „ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობის საკითხების შესწავლა“ – 1 ადგილი (ონკოლოგიის დეპარტამენტი);

11. „დღენაკლულობის ეპიდემიოლოგია საქართველოში: ტენდენციები, მიზეზები და შედეგები“ – 1 ადგილი (ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი);

12. „საჭიროებათა შეფასება და სერვისის კოორდინაცია ტკივილის სინდრომის მქონე პირებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში“ – 2 ადგილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტი).

დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და უცხოურ ენაში* (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).

*სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დროს დგინდება უცხო ენის ფლობის დონე, რაც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით პროგრამაზე პირის მიერ ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე, ან ერთ-ერთი დასავლეთევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე.

2. ინდივიდუალური სადოქტორო კვლევის პროექტი თემატური მიმართულების  შესაბამისად.  სადოქტორო  კვლევის  პროექტში უნდა აისახოს: 

- სადოქტორო კვლევის პროგრამის სახელწოდება, შესაბამისი დარგი/სპეციალობა;

- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

- საკვლევი პრობლემის აქტუალობა;

- თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;

- დაგეგმილი კვლევის სამეცნიერო სიახლე;

- კვლევის მიზანი;

- კვლევის ამოცანები;

- კვლევის მასალა და მეთოდები;

- კვლევის მოსალოდნელი შედეგები;

- ჩასატარებელი სამუშაოს ეტაპობრივი გეგმა (წლების მიხედვით);

- კვლევის პროგნოზული  თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა;

- ხარჯთაღრიცხვა; კვლევის დაფინანსების წყარო;

- შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და ა.შ კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულებაში.

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი.

5. სადოქტორო კვლევის კლინიკური მიმართულებით შესრულების შემთხვევაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია კვლევის თემის შესაბამის და/ან მომიჯნავე სპეციალობაში.

6. შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია (სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით), ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. 

7. პირადობის მოწმობის ასლი.

8. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით).

9. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

კონკურსში  მონაწილეობის  მსურველებმა  საბუთები  უნდა  წარმოადგინონ  2026  წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით 11:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმით (pdf ფაილი). 

განცხადების ნიმუში თან ერთვის (დანართი 1).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.