იედიტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) კლინიკის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: იედიტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) კლინიკის ხელმძღვანელი არზუ ნუმანოღლუ აქაში, დირექტორი  დარია ნილგუნ ოსქოსე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლელა ბექირიში. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები: პროფესორი  ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე და ERASMUS + -ის კოორდინატორი ნინო კანდელაკი.

იედიტეპეს უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელმა, არზუ ნუმანოღლუ აქაშმა წარმოადგინა პრეზენტაცია იედიტეპეს უნივერსიტეტის კლინიკის შესახებ, რის შემდეგაც სტუმრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მისი კლინიკების შესახებ. იედიტეპეს უნივერიტეტის წარმოამდგენლებმა გამოთქვეს  მომავალი თანამშრომლობის სურვილი, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე, მათ შორის, ERASMUS +-ის ფარგლებშიც.