თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026–2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
|
№ |
სამაგისტრო პროგრამა |
მისაღები კონტინგენტი |
ხელმძღვანელი |
|
1. |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა (სავალდებულო
– ინგლისური) |
50
|
ლევან ბარამიძე |
|
2. |
ეპიდემიოლოგია |
16 |
ირაკლი მჭედლიშვილი ნანა მებონია |
|
3. |
გარემოს მედიცინა |
16 |
გენადი კვერენჩხილაძე |
|
4. |
ჯანმთელობის
ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება |
20 |
ირინე
ზარნაძე |
|
5. |
ფარმაციის მენეჯმენტი (სავალდებულო
– ინგლისური) |
15 |
ნანული დუღაშვილი |
|
6. |
ფარმაცევტული ანალიზი
(სავალდებულო – ინგლისური) |
15 |
თამარ ჩიკვილაძე |
|
7. |
ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები (სავალდებულო – ინგლისური) |
12 |
ალიოშა ბაკურიძე |
|
8. |
კლინიკური ფარმაცია
(სავალდებულო – ინგლისური) |
20 |
თამაზ ჭუმბურიძე ნინო ნემსიწვერიძე |
|
9. |
პედიატრიული რეაბილიტაცია (სავალდებულო
– ინგლისური) |
6 |
ირმა მანჯავიძე ზეინაბ სოფრომაძე |
|
10. |
რეაბილიტაციაში მრჩეველი
|
5 |
ირინე ზარნაძე |
|
11. |
რეაბილიტაცია სპორტში (სავალდებულო
– ინგლისური) |
12 |
ლელა მასხულია |
მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (დანართი 1);
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
პირადობის მოწმობის ასლი;ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;
2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;
ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
რეგისტრაციის ვადაა: 01.09.2026 – 14.09.2026
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში 11:00–დან 17:00 საათამდე, შაბათ–კვირის გარდა (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი #313).
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.