დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

­ 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა.

დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა. მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას, ხოლო რიცხვი კი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს.  

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფრომაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც უფლებების დაცვას, სტიგმის დაძლევას და ცნობიერების ამაღლებასემსახურება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უერთდება სოლიდარობის აქციას.