საგანმანათლებლო პროექტი სტუდენტებისთვის

"საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ (GITA) იწყებს  მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - "ArtEast - ArtWest”. შემოქმედებითი პროექტი აერთიანებს ხელოვნებას, ტექნოლოგიებსა და ქართულ მითოლოგიას. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა, რათა შექმნან საკუთარი რეგიონების ისტორიებსა და ლეგენდებზე დაფუძნებული ანიმაციური ნამუშევრები.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 14 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აინტერესებს წერა, ხატვა, მუსიკა, ანიმაცია, დიზაინი, ისტორია, მითოლოგია ან ციფრული შემოქმედება.

მონაწილეები შეისწავლიან ოთხ ძირითად მიმართულებას:

• სცენარის წერა და ამბის თხრობა (Storytelling and  Script);

• პერსონაჟებისა და გარემოს ვიზუალური დიზაინი (Visual and Character Design);

• ანიმაცია და მოძრაობის დიზაინი (Animation and Motion);

• ხმის დიზაინი (Sound and Music).  

სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც ონლაინ ლექციებს, ასევე -  ფიზიკურ შეხვედრებს რეგიონულ ტექნოპარკებსა და საგანმანათლებლო ბანაკში (Bootcamp). პროგრამაში მონაწილეობა  სრულიად უფასოა.  

განაცხადების მიღება მიმდინარეობს  2026 წლის 25 აგვისტომდე.

სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

პროექტის  და მასში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ქ-ნ ქეთევან ბულისკერიას, ქ. ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: kbuliskeria@gita.gov.ge