თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი რეიმსის უნივერიტეტის (საფრანგეთი) პროფესორ ოლივერ პიოტს შეხვდა

 
   

მიმდინარე წლის 21 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა რეიმსის უნივერიტეტის (საფრანგეთი) ბიოფიზიკის დეპარტამენტის ბიოფოტონიკისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ ოლივერ პიოტს. სტუმარს ახლდნენ: ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დიანა ძიძიგური, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: პავლე ჭელიძე, ირინა მოდებაძე და ეკატერინე ბაკურაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური და ყბა-სახის ქირურგი გიორგი ღიბრაძე.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ უაღრესად საინტერესო იყო თსსუ-ში მოსმენილი ლექციები - ,,ვიბრაციული სპექტროსკოპი და ვიზუალიზაციის დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება ბიოლოგიასა და მედიცინაში“ და "ვიბრაციული სპექტროსკოპია და ვიზუალიზაცია: რა ტიპის მოლეკულური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი სპექტრალური მონაცემებისგან", რომელიც პროფესორმა ოლივერ პიოტმა წაიკითხა თსსუ-ის სტუდენტებისთვის და ამ თემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის. მათ მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის ადმინისტრაციას ფრანგი პროფესორის ლექციების ორგანიზებისთვის. ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე, აღნიშნეს, რომ არსებობს გადაკვეთის არეები, სადაც ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეფექტურად შეუძლია კვლევებში და სამეცნიერო სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება.   რეიმსის უნივერიტეტთან თანამშრომლობა კი ორივე ქართული უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი იქნება.

პროფესორმა ოლივერ პიოტმა აღნიშნა, რომ მიესალმება თანამშრომლობას და ერთობლივი მემორანდუმის შემუშავებას, რაც სამომავლოდ არაერთი ერთობლივი პროექტის განხორციელების საფუძველი შეიძლება გახდეს.