მთავარი

კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი მდებარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსში. 

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და მაღალტექნოლოგიური სასწავლო აპარატურით, სამედიცინო სიმულატორებითა და მანეკენებით (იხ. სიმულატორები).    კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მუშაობის  მიზანია კლინიკური საქმიანობის პრაქტიკული უნარები თანამედროვე დონეზე შეასწავლოს მომავალ ექიმებს. 

კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრში პერიოდულად ტარდება ტრენინგები პირველად, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში არასამედიცინო დარგის პროფესიონალებისათვის. ცენტრი აქტიურად მონაწილეობს „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში.“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტის „პროფორიენტაცია“ ფარგლებში 1500-ზე მეტმა მოსწავლემ დაათვალიერა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი და პრაქტიკულად განახორციელა პირველადი გადაუდებელი დახმარება მანეკენებზე.

2012 წელს აშშ-ის საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს (USAID)  პროგრამის „შენარჩუნება“ ფარგლებში განხორციელდა ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდის  (OSCE-ის) პილოტირება. ხოლო შემდგომ მათივე დახმარებით თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოოგის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით განახლდა და გადაიხედა  სასწავლო პროგრამები და თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი დამატებით აღიჭურვა სამეანო-გინეკოლოგიური მულაჟებით. ამავე პროგრამის ფარგლებში 2013-2014 სასწავლო წლიდან  მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის  სტუდენტებისათვის თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში ტარდება OSCE-ის გამოცდა  მეანობა-გინეკოლოგიაში.  

2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი სიმულაციური ცენტრების ევროპულ ცნობარშია შესული. 
ცენტრი მუდმივად ატარებს შეხვედრებს უცხოელ პარტნიორებთან ცენტრის მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით. 

2023 წლის შემოდგომიდან  აქტიურად ვთანამშრომლობთ  ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „Qpercom“, “ExamSoft-Turnitin”, “Cameron Communications”, რათა მოხდეს ოსკ გამოცდის პროგრამული უზრუნველყოფა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.


ცენტრის დირექტორი
პროფესორი ირმა მანჯავიძე 
იხილეთ ცენტრის დებულება