გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია (COP31) 2026 წლის 9–20 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაიმართება.
თურქეთის თავმჯდომარეობის პირობებში, COP31-ის მთავარი აქცენტი გლობალური კლიმატური ვალდებულებების გაზომვად და პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაზე გაკეთდება.
COP31-ის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) მიერ შეიქმნა COP-SCIENCE - ინგლისურენოვანი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებს, აკადემიურ წრეებსა და ინდივიდუალურ მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ:
• კვლევის შედეგები;
• ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტები;
• საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივები;
• აკადემიური ღონისძიებების ორგანიზების წინადადებები.
საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა, აკადემიური და სამეცნიერო წვლილი შეიტანონ COP31-ის ფარგლებში განსახილველი კლიმატური საკითხების შესახებ მუშაობაში.
წინადადებების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმის მეშვეობით: academy.cop31.center.
დანართის სახით წარმოდგენილია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ნოტასა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) პრეზიდენტისა და COP31-ის აკადემიური წარმომადგენლის, პროფესორ ეროლ ოზვარის წერილი, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს სთავაზობს, აკადემიური წვლილი შეიტანონ COP31-ის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე მუშაობაში.
იხ.დანართი აქ.