თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ესპანური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი). 

მობილობის პერიოდი - 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• ცნობა  სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

• ესპანური ენის  A2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

• ცნობა  აკადემიური  მოსწრების შესახებ  (GPA-ის მითითებით); 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 13 ოქტომბერს 16:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407 

ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu,    n.kandelaki@tsmu.edu ტელ: (032) 254 24 50