ისტორია
2004 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეთოდური საბჭოსა და რექტორატის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო და სამკურნალო, ასევე კლინიკური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით თსსუ-ში შეიქმნა “კლინიკური ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია” (ბრძანება N25/ო. იხ. დანართი). დირექტორად დაინიშნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დინარა კასრაძე.
სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი ძალისხმევითა კლინიკური უნარ ჩვევების სასწავლო ლაბორატორია თავდაპირველად აღიჭურვა საერთაშორისო კორპორაცია “3B Scientific”-ის მიერ წარმოებული უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა სასწავლო საშუალებებით. აღნიშნული კორპორაცია წარმოადგენს ანატომიურ და სამედიცინო-ბიოლოგიურ თვალსაჩინოებათა წარმოების მსოფლიო ლიდერს (ჰამბურგი, გერმანია).
ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ/დღემდე თანამშრომლობენ მედიცინის დოქტორები: გიორგი ადამაშვილი, ვახტანგ კალოიანი (რეანიმატოლოგები), კახა ქუნთელია, ილია მესხი, გიორგი მიქაბერიძე (ქირურგები), მაკა მირზიაშვილი, თინათინ კილასონია (ოფთალმოლოგები), ნინო ქანთარია, ია ავალიანი, პირდარა ნოზაძე (თერაპევტები), ნატო მეცხვარიშვილი, ეკა შველაშვილი, ნათია ფხალაძე (მეან-გინეკოლოგები) და სხვ.
2008 წელს კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია, როგორც ერთ-ერთი განყოფილება, შეუერთდა თსსუ-ის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტს (დირექტორი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, თანამშრომლები – მედიცინის/ტექნიკის დოქტორები: ეკა ბერიშვილი, ლევან ბენაშვილი, ირაკლი ამირანაშვილი, კოტე კალანდარიშვილი და სხვები).
2010 წლიდან კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორია კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად იქცა და მის ხელმძღვანელად კვლავ პროფესორი დინარა კასრაძე დაინიშნა.
სხვადასხვა დროს ცენტრში მუშაობდნენ ხათუნა ლომაური და მზია წიკლაური (პედიატრები), დალი ჩიტაიშვილი, ეკა შველაშვილი და ნათია ფხალაძე (გინეკოლოგები), ნანა ჯიქიძე, გიორგი კვიცინაძე (რეანიმატოლოგები), ელენე მირზიაშვილი, თინათინ კილასონია (ოფთალმოლოგები), ლია ლომიძე, ირინა კეკელიძე (ოტოლარინგოლოგები), პირდარა ნოზაძე, მედეა ჯღარკავა (შინაგანი მედიცინა), ლელა ბაინდურაშვილი და მარიამ მაზანაშვილი (რადიოლოგები), მანანა მამამთავრიშვილი (სასწავლო აღჭურვილობის მეურვე-ლაბორანტი), გიორგი ზაზაძე (ტექნიკური ასისტენტი).
2011 წლის ოქტომბრიდან კლინიკური უნარჩვევების ლაბორატორიას ხელმძღვანელობს პროფესორი ირმა მანჯავიძე.
ამჟამად ცენტრში მუშაობენ: დირექტორი ირმა მანჯავიძე, კოორდინატორი თორნიკე ჩიხრაძე, მთავარი სპეციალისტები ნანა ჯიქიძე და ეკატერინე არევაძე, უფროსი სპეციალისტები მარიამ ძირკველიშვილი და რუსუდან პაქსაშვილი, სპეციალისტი ნინო ქოჩლაძე, მოწვეული სპეციალისტები ნათია დავლიანიძე და მანანა კირვალიძე.
2012 წლის 8 თებერვლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის N 23/3 დადგენილებით კლინიკური უნარ–ჩვევების ლაბორატორია 2012 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს – კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის სტატუსით. ცენტრის ფუნქციონირება განისაზღვრა დებულების შესაბამისად.
2014 წლის სექტემბრიდან კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ფუნქციონირებს კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტი.
2018 წლის აპრილიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ცენტრს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი“.
ცენტრში ტარდება 12 სადგურიანი ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური /პრაქტიკული გამოცდები შემდეგი მიმართულებებით:
მოდული 22 -პაციენტის სუბიექტური და ობიექტური სისტემატური გამოკვლევა 4 - მესამე კურსის VI სემესტრის სტუდენტებისთვის. მოდული მოიცავს კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, პედიატრიის და შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტების ინტეგრირებულ კურსს.
მოდული 3 - უჯრედი და ქსოვილი - პირველი კურსის II სემესტრის სტუდენტებისთვის. მოდული მოიცავს ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტების ინტეგრირებულ კურსს.
მეანობა-გინეკოლოგია - მეოთხე კურსის VII/VIII სემესტრის სტუდენტებისთვის, რომელიც მეანობა-გინეკოლოგიის და კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტების ინტეგრირებულ სილაბუსებს ეფუძნება.
პედიატრია - მეოთხე კურსის VII/VIII სემესტრი სტუდენტებისთვის, რომელიც პედიატრიის და კლინიკურ უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტების ინტეგრირებულ სილაბუსებს ეფუძნება.
შინაგან დაავადებათა მართვა - მეექსე კურსის XII სემესტრის სტუდენტებისთვის, რომელიც კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის, შინაგან დაავადებათა N3, საოჯახო მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიის და რენტგენოლოგიის დეპარტამენტების ერთობლივი კურსია.
კლინიკური უნარების და მულტიდისცპლინური სიმულაციის ცენტრი აქტიურად არის ჩართული სასწავლო საქმიანობაში და მონაწილეობს ERASMUS+ პროგრამის საერთაშორისო პროექტებში — „SAFEMED“ და „LIFESTRAND“. „SAFEMED“ პროექტი მიზნად ისახავს სიმულაციებზე დაფუძნებული სამედიცინო სწავლების დანერგვასა და განვითარებას საერთაშორისო უნივერსიტეტების კონსორციუმთან თანამშრომლობით, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში კლინიკური კომპეტენციების განვითარებას და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. „LIFESTRAND“ პროექტის ფარგლებში კი პარტნიორი უნივერსიტეტებთან ერთად ხორციელდება პირველადი დახმარების უნარების სწავლება, გამოცდილების გაზიარება და მოწყვლადი მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების გაძლიერება. ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღნიშნული პროექტების საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში.