თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი კრაიოვას უნივერსიტეტში (რუმინეთი) აკადემიური პერსონალის მობილობის განსახორციელებლად.

მობილობის პერიოდი: 2026 წლის ოქტომბერი–ნოემბერი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. მობილობა ითვალისწინებს ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნონ CV ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში) და ინფორმაცია დაგეგმილი ლექციების თემატიკის შესახებ ელფოსტაზე: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu.

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აკადემიური გამოცდილებისა და ინგლისური ენის ცოდნის გათვალისწინებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილებას.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი №407

ელფოსტა: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu

ტელეფონი: (032) 254 24 50