ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად და მობილობის გასავლელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის ფოჯას უნივერსიტეტში (იტალია).
მობილობის პერიოდი: ხუთი თვე, 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).
•ცნობა რეზიდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
•CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;
•სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე:
iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 20 ოქტომბერს16:00 სთ-ზე
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407
ტელეფონი: 032 2 542 450; 032 2 542 451