თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტების (დიპლომირებული მედიკოსი) საყურადღებოდ!

ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად და მობილობის გასავლელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის გენტის უნივერსიტეტში (ბელგია).

მობილობის პერიოდი: ხუთი თვე, 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).

•ცნობა რეზიდენტის  სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

•CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;

•სამოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა); სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელ- ფოსტაზე:

iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების

დეპარტამენტში, 2026 წლის 20 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407

ტელეფონი: 032 2 542 450; 032 2 542 451