PPU-IMAGINE-ის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საფრანგეთში, იმაჯინის ინსტიტუტისა და პასტერის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ PPU-IMAGINE-ის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ ან 2027 წლამდე მიიღებენ მაგისტრის ხარისხს ან მასთან გათანაბრებულ დიპლომს.

პროგრამაზე რეგისტრაცია 1 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. თითოეულ მსურველს განაცხადის შეტანა მაქსიმუმ ორ კვლევით პროექტზე შეუძლია.

პროგრამისა და შემოთავაზებული კვლევითი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია Institut Imagine-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.institutimagine.org/en/international-doctoral-program-856