საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება სიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ

თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს 2026 წლის 23 სექტემბრის (სხდომის ოქმი N 38)  გადაწყვეტილების საფუძველზე,  აკადემიურ საბჭოში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით  ერთ  ვაკანტურ ადგილზე წარმომადგენლის ასარჩევად,  2026 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა არჩევნები.

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტიდან  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: 

განცხადება; 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

ცნობა თსსუ-ის აკადემიური  თანამდებობის შესახებ  (პროფესორი ან  ასოცირებული პროფესორი).  

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 12 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 16 ოქტომბერს. 

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  210.

ტელ. (032) 2 542443.