2018 წლის 18 აპრილს, თსსუ-ში დაინტერესებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, გაიმართება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე არსებული სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციები.
ღონისძიების ფარგლებში სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელების მიერ მოხდა დეტალური ინფორმაციის მიწოდება სასწავლო კომპონენტების, მიღებული კვალიფიკაციის, დასაქმების პერსპექტივების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი სამაგისტრო პროგრამები:
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური.