თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X და XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი გიუსტროვის კლინიკაში (KMG Klinikum Güstrow, გერმანია) კლინიკური სტაჟირების გასავლელად.

მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი — 2 თვე.

შერჩეულ კანდიდატებს მომწვევი მხარე უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით. 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA-ის მითითებით;

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) 2026 წლის 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე.

გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი №407.