კონგრესი - ევროპრევენტ 2018

2018 წლის 19-21 აპრილს ლიუბლიანაში (სლოვენია) ჩატარდა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა (ESC) და ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის (EAPC) მიერ ორგანიზებული  კონგრესი „ევროპრევენტ 2018“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ და დეკანის მოადგილემ ნინო ცხვედიანმა.

პროფესორმა ლელა მასხულიამ წარადგინა სასტენდო მოხსენება სპორტსმენთა ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე გადაწვრთნის ეფექტის, გადაწვრთნის მარკერების დადგენისა და პრევენციის შესახებ.

ამასთანავე, კონგრესის მსვლელობისას პროფესორმა ლელა მასხულიამ და ნინო ცხვედიანმა მიიღეს მონაწილეობა სპორტის კარდიოლოგიის ჯგუფის მუშაობაში, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადების პრევენციისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (ICCPR) წარმომადგენელთა შეხვედრაში, სადაც დაისახა საბჭოს წევრ ასოციაციებთან მომავალი თამანშრომლობის გეგმები, მათ შორის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით.