ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

2018 წლის 23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ევროკავშირის მობილობის პროექტ ერაზმუს + KA107 ფარგლებში ეწვია ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯის დელეგაცია დირექტორ ასტრა ბუკულიტეს და ამავე კოლეჯის დირექტორის მოადგილის (მეცნიერების დარგში), დაინა ვოიტას შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერაზმუს + KA107 პროგრამის ფარგლებში  პირველად ჩვენი უნივერსტეტების ისტორიაში განხორციელდა საექთნო პროგრამის ქართველ და რიგელ სტუდენტთა მობილობები.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა თსსუ-ის ვიცე-რექტორთან, პროფესორ რიმა ბერიაშვილთნ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ერაზმუს + KA107 პროგრამის კოორდინატორი ნინო კანდელაკი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, საექთნო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა და თსსუ-ის და რიგის სამედიცინო კოლეჯის საექთნო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც ერაზმუს + KA107 მობილობის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საერთო სამეცნიერო პროგრამებზე, შეაჯამეს ერაზმუს + KA107 პროექტის შედეგები და დაგეგმეს მომავალი პროექტები.