საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სასტიპენდიო პროგრამის - „დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები სტუდენტებს“ - ფარგლებში 2026 წელს თითო-თითო სტიპენდიანტს შეარჩევს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ბოლო
ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და
ცხინვალის რეგიონში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და 2026
წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ საფეხურზე.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროში უნდა წარადგინონ განცხადება, რომელსაც თან უნდა დაურთონ:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული, „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განცხადებების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.