მარიამ იზორიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 19 ნოემბერს, 16.00 საათზე შედგება მარიამ იზორიას სადისერტაციო ნაშრომის - „უსაფრთხო წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიის პროგრამის შეფასება აჭარის სკოლებში და მისი გავლენა ბავშვთა დიარეულ დაავადებებზე“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლევან ბარამიძე  - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ლევან მეტრეველი  -  მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ბეთანი კარუზო - ასისტენტ-პროფესორი, ემორის უნივერსიტეტი (აშშ).

ექსპერტები:

ლელა სტურუა - თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნინო კილაძე - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;    

გენადი კვერენჩხილაძე - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.