თამთა ყველიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 20 ნოემბერს, 16:00 საათზე შედგება თამთა ყველიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები და ჰორმონული ექსპრესიის თავისებურებები დისპლაზია-კარცინომის განვითარებაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

გიორგი დიდავა - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

მიხეილ ჯანგავაძე - თსუ-ის  მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

მირანდა გუდაძე -  მედიცინის აკადემიური დოქტორი;

მიხეილ შავდია - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.