პროფესორ რობერტ მიჩიტის (საფრანგეთი) ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის - UniMan -ის (საფრანგეთი)  პროფესორი რობერტ მიჩიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის პროგრამის მე-5-მე-8 სემესტრის სტუდენტებისთვის კითხულობს ლექციათა ციკლს „ჰოსპიტალური მენეჯმენტი“. დაინტერესება ძალიან დიდია. სტუდენტები მაღალ შეფასებას აძლევენ წაკითხულ ლექციებს.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი მჭედლიშვილმა აღნიშნა, „პროფესორი რობერტ მიჩიტი  5-13 მაისამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ატარებს ლექციების კურსს „ჰოსპიტალური მენეჯმენტი“, რომელიც მრავლისმომცემია სტუდენტებისთვის და ბევრად წაადება მათ  მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისი დასრულების შემდეგ გაიცემა  ორი დიპლომი:  ერთი ქართული და მეორე ფრანგული მხარის მიერ აღიარებული ფრანგულენოვანი დიპლომი. ამასთან დაკავშირებით მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს  მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის - UniMan -თან  და ხელშეკრულების თანახმად, მისი პროფესორები ხშირად ჩამოდიან ჩვენთან  ლექციების წასაკითხად“.