თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში

 
   

2018 წლის 22 აპრილს ინდოეთში, შტატ ტამილნადუს დედაქალაქ ჩენაიში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვედრა მოუწყეს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო თსსუ-ის პარტნიორი სტუდენტთა მომზიდავი OM კონსულტანტის ხელმძღვანელის, რუდრა კუმარის მიერ, თსსუ-ის დელეგაციას კი წარმოადგენდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის აპარატის უფროსი, ქალბატონი ირინა კაპეტივაძე და უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია.

თსსუ-ის 2017 წლის ინდოელ კურსდამთვრებულთაგან 70-მა წარმატებით ჩააბარა ინდოეთის სამედიცინო საბჭოს სალიცენზიო გამოცდა და ამჟამად ინდოეთის წამყვან კლინიკებში მოღვაწეობენ. ქართულმა დელეგაციამ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა და მათ წარმატება მიულოცა.

ღონისძიებაზე თსსუ-ის დელეგაცია ასევე შეხვედა თსსუ-ში სწავლის მსურველ მომავალ სტუდენტებსა და მათ მშობლებს.

იხილეთ ვიზიტის ამსახველი ვიდეო.