ესტონელი სტუმრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

მიმდინარე წლის  16 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ესტონეთის დელეგაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ექსპერტი ივი ლილეპუ, ტარტუს ჯანმრთელობის დაცვის კოლეჯის რექტორი ულა პრიდენი, ტალინის ჯანმრთელობის დაცვის კოლეჯის რექტორი იულ ერნიტსი, ესტონეთის მეწარმეობისა და გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორი კადი პერნიტსი,  ესტონეთის  მეწარმეობისა და გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჟანა პრაუნი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კილასონია, ERASMUS +-ის კოორდინატორი ნინო კანდელაკი, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი ვალერი ახალკაცი.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. ესტონეთის დლეგაციის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურასა და მიღწევებზე, ისაუბრეს იმ უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებზე, რომელსაც წარმოადგენდნენ და განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.