მთავარი


ზოგადი ინფორმაცია 

• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2006 წლიდან ფუნქციონირებს  საგამოცდო ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია.  საგამოცდო ცენტრის დირექტორია პროფესორი დავით ჭინჭარაძე.

ცენტრის მისამართია: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსი.  

ცენტრის დანიშნულება და მიზნები:
• სტუდენტთა ცოდნის, ობიექტური და სარწმუნო მეთოდებით  შეფასება.  
• სხვადასხვა სირთულის ტესტების შედგენისა და გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავება, მაღალხარისხიანი ტესტური ბაზის ფორმირება;
• უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა, გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
• სემესტრული, კურაციული, ინტეგრირებული , სამაგისტრო, სადოქტორო, სარეზიდენტო  გამოცდების ჩატარების მეთოდური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

ცენტრის ძირითადი საქმიანობა:


• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დადგენილი   გამოცდების  ჩატარების წესის შესაბამისად, გამოცდების  მომზადება  და  ჩატარება;
• საგამოცდო ტესტური ბაზის ფორმირების კოორდინაცია;
• საგამოცდო პროცესის წარმართვა გამართული ტექნიკური აღჭურვილობით, თავისუფალ და სოციალურ სამართლებლივ    გარემოში;
• სტუდენტთა უფლებების დაცვა, მათთვის გამოცდის ჩატარების წესებისა და თარიღის შესახებ სრულყოფილი    ინფორმაციის მიწოდება;
• ტესტური გამოცდის შეფასების შედეგების შეუფერხებლად მიწოდება;
• შეფასების სისტემის განვითარება და ტესტების შემუშავების მეთოდიკის დანერგვა;
• სასწავლო დეპარტამენტებიდან ტესტების მოწოდებისა და მათი განახლების გრაფიკის დაცვაზე კონტროლის განხორციელება:
• ცენტრის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;
• გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობის ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
• გამოცდის ჩატარების წესის შემუშავება და კონტროლის დაწესება შესრულების განხორციელებაზე;
• ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვა და მიზნობრივად გამოყენება