საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

2026 წლის 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე დასრულდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატთა რეგისტრაცია.

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატად დარეგისტრირდა:

ლალი ხუციშვილი

2026 წლის 18 ნოემბერს ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები. არჩევნები დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.

არჩევნები ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33.