თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII IX, X სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ოსტრავას სამედიცინო უნივერსიტეტის (ჩეხეთი).

მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის  სემესტრი (3 თვე).

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით.

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 11 ნოემბერს 17  საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.