თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VII, VIII, IX სემესტრების სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სასწავლო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.

მობილობის პერიოდი:  2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).

მომწვევი მხარე დააფინანსებს ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობას და სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას გამოუყოფს.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

წარსადგენი დოკუმენტები:

• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით.

• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება გაიმართება 2026 წლის 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი № 407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 451;