ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სასწავლო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.
მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).
მომწვევი მხარე დააფინანსებს ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობას და სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას გამოუყოფს.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
წარსადგენი დოკუმენტები:
• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით.
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
გასაუბრება გაიმართება 2026 წლის 17 ნოემბერს, 16:30 საათზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი № 407.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 451;