საერთაშორისო ღონისძიება - EDUCA 2027 ჰელსინკში (ფინეთი)

განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებით დაინტერესებული პირებისათვის 2027 წლის 29-30 იანვარს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, განათლებისა და ტრენინგების სფეროში ნორდიული ქვეყნების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიება  - EDUCA 2027  გაიმართება.

ღონისძიების მთავარი თემაა - „ტრანსფორმაციული კომპეტენციები“ (Transformative Competencies). ინგლისურენოვანი პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ განათლების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, გლობალურ კონტექსტში მათი გადაჭრის გზებს, ფინეთის განათლების სისტემის გამოცდილებასა და განვითარების სამომავლო მიმართულებებს.

EDUCA ყოველწლიურად დაახლოებით 16 000 ვიზიტორსა და 400-მდე გამოფენის მონაწილეს აერთიანებს, რაც საერთაშორისო ექსპერტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც ჰელსინკიში, ადგილზე დასწრებით, ისე ონლაინ, პირდაპირი ტრანსლაციის (Livestream) საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისა და ღონისძიების ინგლისურენოვანი პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://educa.messukeskus.com/en/educa-international-programme/