მარიკა კოჭლამაზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 23 დეკემბერს, 16.00 საათზე შედგება მარიკა კოჭლამაზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მუშაობისას უსაფრთხოების უნივერსალური წესების შეფასება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ლევან ბარამიძე - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ელენე პაჭკორია - თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ივანე კუგოტი - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი;    

დავით გელოვანი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.