ნანა ეგიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 25 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება ნანა ეგიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „გალექტინ-3 და ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების პრედიქტორული მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროგნოზირებისთვის კოვიდ-19-ის დროს“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ნონა კაკაურიძე - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

ლევან რატიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ელენე პაჭკორია - თსსუ-ის  ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

შალვა პეტრიაშვილი - აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პროფესორი; 

თეიმურაზ ლეჟავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე, პროფესორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.