თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის VI, VII, VIII სემესტრების სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სასწავლო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად. 

მობილობის პერიოდი - 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე). 

მომწვევი მხარე დააფინანსებს ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობას და სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას გამოუყოფს. 

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu). 

წარსადგენი დოკუმენტები:

 • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით. 

• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. 

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება გაიმართება 2026 წლის 30  ნოემბერს, 16:00 საათზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. მისამართი - თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი № 407.