თამარ ქაშიბაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 28 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება თამარ ქაშიბაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი პარამეტრების მნიშვნელობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკის გასაზღვრისათვის ქ. თბილისში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ნინო კილაძე - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ელინა ბაქრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოლოგიის აკადემიური დოქტორი; 

ანკე ჰუელსი -  ემორის უნივერსიტეტის როლინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ეპიდემიოლოგიისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (PhD).

ექსპერტები:

1. ლელა სტურუა - თბილისის სამედიცინო აკადემიის აფილირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

2. ირაკლი მჭედლიშვილი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

3. შალვა (დავით) ზარნაძე  - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.